აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამომა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის, შესაძლოა, არ გააგრძელოს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, თუ ოთხშაბათამდე მოლაპარაკებები საბოლოო შეთანხმებით არ დასრულდება.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას, Air Force One-ის ბორტზე, ტრამპს ჰკითხეს, გააგრძელებდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტას ან განაახლებდა დარტყმებს, თუ მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებდა.
„შესაძლოა არ გავაგრძელო. შესაძლოა საერთოდ არ გავაგრძელო. მაშინ იქნება ბლოკადა და, სამწუხაროდ, მოგვიწევს ისევ ბომბების გამოყენება“, — თქვა მან.
მისი თქმით, პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და ირანის დელეგაციები შესაძლოა ამ შაბათ-კვირას პაკისტანში ჩავიდნენ და ორშაბათს მოლაპარაკებები გამართონ, თუმცა ეს ინფორმაცია ირანულ წყაროებზეა დაყრდნობილი.
აშშ-ს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ნამდვილად იგეგმება თუ არა ასეთი შეხვედრები.