ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნის გამდიდრებული ურანის მარაგს არსად არ გააიტანენ და უარყო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, თითქოს თეირანი მის გადაცემას დათანხმდა.
„ირანის გამდიდრებულ ურანს არსად არ გადაიტანენ“, - განაცხადა ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა ესმაილ ბაღაიმ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.
მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა დაიწყებს მუშაობას ირანთან გამდიდრებული ურანის უკან, აშშ-ში დაბრუნებისთვის.
„ამას ერთობლივად გავაკეთებთ. ვითანამშრომლებთ ირანთან, მშვიდი ტემპით და დავიწყებთ გათხრებს მძიმე ტექნიკის გამოყენებით. ჩვენ დავაბრუნებთ მას უკან, აშშ-ში“, – განაცხადა ტრამპმა.