აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანელ ხალხს მოუწოდა, "დაიბრუნონ ქვეყანა".
ტრამპის თქმით, აშშ-ისრაელის დარტყმები ირანის წინააღმდეგ სწორი და აუცილებელია სისხლისმსმელი ტერორისტული რეჟიმის გასანადგურებლად, რომელიც ბირთვული იარაღით არის შეიარაღებული.
ტრამპი მიმართავს ირანელებს, რომ ამერიკა მათთანაა.
„მოვუწოდებ ყველა ირანელ პატრიოტს, ვინც თავისუფლებას ეძებს, ისარგებლონ ამ მომენტით, გამოიჩინონ სიმამაცე, იყავით გაბედულები, იყავით გმირულები და დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა. ამერიკა თქვენთანაა“., - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.