აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომას ისტორიაში პირველად უხელმძღვანელებს. სხდომა ორშაბათს, 2 მარტს გაიმართება. ამის შესახებ The Guardian თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნულია, რომ მელანია ტრამპი გეგმავს, ყურადღება გაამახვილოს განათლებაზე, როგორც ტოლერანტობის ხელშეწყობისა და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტზე.
შეხვედრა სახელწოდებით „ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტში“, იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ლედი 15-წევრიანი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს.
„ქალბატონი ტრამპის ლიდერობა პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი უხელმძღვანელებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომლის დროსაც წევრები განიხილავენ განათლების, ტექნოლოგიების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებს,“ - აცხადებენ თეთრ სახლში.