აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის.
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა აღნიშნული გადაწყვეტილება და მას „ღრმად იმედგამაცრუებული“ უწოდა.
აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ „აბსოლუტურად რცხვენია“ იმ მოსამართლეების, რომლებმაც მისი სატარიფო პოლიტიკის გაუქმებას მხარი დაუჭირეს.
ტრამპის თქმით, ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.
უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მას ზოგადად ტარიფების დაწესებას არ უზღუდავს, ის მოიცავს მხოლოდ კონკრეტული „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების“ კანონის ფარგლებში ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას, რომლითაც 2025 წლის აპრილში მან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა ბეგარა.
შეგახსენებთ, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფები გააუქმა. ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა.