უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჟენევაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების შემდეგი შეხვედრა კი, მარტის დასაწყისში არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გაიმართება.
„შემდეგი სამმხრივი ფორმატისთვის უკვე უფრო მეტი მზადყოფნაა. შემდეგი შეხვედრა, სავარაუდოდ, საამიროებში, კერძოდ, აბუ დაბიში გაიმართება. ჩვენ ველით, რომ ფორმატი მარტის დასაწყისში დაიწყება. ჩვენ უნდა დავასრულოთ ყველაფერი, რასაც მივაღწიეთ რეალური უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და ლიდერების დონეზე შეხვედრისთვის მოვემზადოთ. ამ ფორმატს შეუძლია მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოს.“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 26 თებერვალს ესაუბრა უკრაინელ მომლაპარაკებლებს რუსტემ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს, რუსტემ უმეროვს, საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერს დავით არახამიას და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს.
უმეროვმა განმარტა, რომ ჟენევაში 26 თებერვალს დასრულდა „მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი“. ეს მოიცავდა ცალკე შეხვედრას ამერიკულ მხარესთან და სამმხრივ შეხვედრას აშშ-სა და შვეიცარიას შორის.
ამის შემდეგ, უკრაინისა და ამერიკის წარმომადგენლები ზელენსკის ესაუბრნენ.
შეხვედრების შემდეგ, უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის მზადება მიმდინარეობს.
„ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების პარამეტრების, ეკონომიკური გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული პოზიციების დასასრულებლად, რაც შემდგომი შეთანხმებების საფუძველს უნდა წარმოადგენდეს. მიზანია, აშშ-სა და რუსეთს შორის შემდეგი სამმხრივი შეხვედრა მაქსიმალურად არსებითი იყოს“, - აღნიშნა უმეროვმა.