უკრაინული მედიის ინფორმაციით, 22 თებერვლის ღამეს ლვოვის ცენტრში მომხდარი აფეთქებების შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, განახლებული ინფორმაციით, დაშავებულია 24 ადამიანი.
პოლიციის ცნობით, ორი აფეთქება ორი ეკიპაჟის მისვლის დროს მოხდა.
დაღუპული 23 წლის ვიქტორია შპილკაა.
22 თებერვლის ღამეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 00:46 საათზე, ლვოვის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ „მაგნუსთან ახლოს, აფეთქებები მოხდა, რის შედეგადაც პოლიციელი დაიღუპა.
ლვოვის მერმა ანდრიი სადოვიმ განაცხადა, რომ ქალაქში ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ლვოვის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ ლვოვის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას იძიებს.