მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ნ.ი.-მ მიმდინარე წლის ოქტომბერში ფსიქოლოგიური ძალადობა განახორციელა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, მუქარისა და შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული ნ.ი. დააკავეს.
დანაშაულები 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში ფსიქოლოგიურად იძალადა 2000 წელს დაბადებულ მ.კ.-ზე, რის გამოც მის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი.
ნ.ი.-მ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ.კ.-ს, რის გამოც პოლიციამ ნ.ი. ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 381-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.