საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ მიუცია. აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გამოსვლისას განაცხადა.
ანალოგიურად განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვინმეს წინააღმდეგ არავითარი ჩვენება არ მიუცია.
"ბატონ ირაკლის არავის წინააღდმეგ ჩვენება არ მიუცია. ჯერჯერობით გამოძიება მიმდინარეობს. დამატებით დეტალებზე გავაკეთებთ კომენტარს. ბრალდებასთან დაკავშირებით განვმარტეთ, რომ ბატონი ირაკლი თავს ცნობს დამნაშავედ და ეთანხმება ბრალს იმ ნაწილში, რაც დაკავშირებულია მისი მხირდან უკანონი შემოსავლების მირებაში, რაც ებმის იმ პერიოდს, როცა ის ბიზნესში იყო დაკავებული. შემდგომ პერიოდს, როდესაც ის იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას.
ასევე მინდა ხაზგასმით განვმარტო, რატომ შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო - აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დროს არცერთი საქმე არ ჰგავს ერთმანეთს. როდესაც ადამიანი თანამშრომლობს გამოძიებასთან, როდესაც ის არ ემალება გამოძიებას, ეთანხმება ბრალს და იხდის დიდი ოდენობის გირაოს, პატიმრობის ნაცვლად ნაკლებლად მძიმე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი არს პროცესუალური საკითხი", - განუცხადა ადვოკატმა "ტვ პირველს".
ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.
ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.