ორბელიანების სასახლეში რაც მოხდა, ეს იყო რეჟიმის მიერ მოწყობილი ხაფანგი, ეს მშვიდობიანი პროტესტის დამახასიათებელი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც საპროტესტო აქცია იმართება.
"ეს არის რთული ბრძოლა, რომელსაც არ გააჩია მზა რეცეპტები, ყველას გვინდა სასწაულის გვჯეროდეს, გასაგებია, არის ის დღე, როცა შენ გინდა რაღაცა ახალი იმედი, ამიტომ მე არავის არაფერს არ ვაბრალებ, მესმის ყველასი რაღაცნაირად დაუკმაყოფილებელი სურვილი, რომ ეს ჩქარა დამთავრდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ცხვორება მიდის და ჩემი კიდევ უფრო, მაგრამ მოთმინება, გამძლეობა, ეს მდგრადობა, რაც არის ყველაზე დიდი დამახასიათებელია ამ ხალხის, რომელიც აქ დგას. ორბელიანების სასახლეში იყო ხაფანგი მოწყობილი რეჟიმის მიერ. ეს მშვიდობიანი პროტესტის დამახასიათებელი არ არის ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.