აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთთან შესაძლო შეთანხმებების ფარგლებში უკრაინა ბევრ მიწას მიიღებს და სიცოცხლეს დაიბრუნებს. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-ის ეთერში განაცხადა.
მან თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო ტერიტორიული გაცვლის განხილვის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„უკრაინა დაიბრუნებს თავის სიცოცხლეს, ხალხის მკვლელობა ყველგან შეწყდება. და ის ბევრ მიწას მიიღებს. მაგრამ ეს ომია, რუსეთი ძლიერი სამხედრო ძალაა, მოგწონთ ეს თუ არა.
ათჯერ უფრო დიდი ქვეყნის გამოწვევა არ შეიძლება. რაც შეეხება დონბასს, რუკა ყველამ ნახეთ, მისი 79% რუსეთის კონტროლის ქვეშაა. მათ ეს ესმით“, - თქვა ტრამპმა.