გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისების გაცემა შეფერხებულია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
კერძოდ, იუსტიციის სახლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში შეფერხებულია სანოტარო სერვისების გაცემა.
„ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.