აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმრ პუტინს სამიტის ჩატარება ნებისმიერ ადგილას სურდა, გარდა შეერთებული შტატებისა. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს.
ტრამპმა განაცხადა, რომ „ყალბი ამბები“ უკვე სამი დღეა ვრცელდება, რომ მან „მნიშვნელოვანი მარცხი“ განიცადა, როდესაც კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს, შეერთებულ შტატებში სამიტის ჩატარების უფლება მისცა.
„სინამდვილეში, ის სიამოვნებით გამართავდა შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, აშშ-ს გარდა და ყალბმა ამბებმა ეს შესანიშნავად იციან.
ეს იყო დავის მთავარი საგანი! სამიტი სხვაგან რომ გაგვემართა, დემოკრატების მიერ კონტროლირებადი მედია იტყოდა, რომ ეს საშინელი იდეა იყო“, - წერს ის.