თბილისის საქალაქო სასამართლო თედო აბრამოვის საქმის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლომ თედო აბრამოვის მიმართ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით თევდორე აბრამოვი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში.
საქმის მასალების მიხედვით, თევდორე აბრამოვს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი“, – ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.