"ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრმა, ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა,- ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ავრცელებს.
მათი მტკიცებით, ხორავა დაუსაბუთებელი ბრალდებით, იზოლატორში 20 დღე იმყოფებოდა.
ოცდღიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ, "ძლიერი საქართველო - ლელოს" წევრმა, ლევან ხორავამ ფოთის იზოლატორი დატოვა.
ლევან ხორავას კლანის წევრმა მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ შსს წარმომადგენლის მოთხოვნით დაუსაბუთებელი ბრალდებით, მტკიცებულებების გარეშე, 25 ივლისს 20-დღიანი პატიმრობა შეუფარდა და 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა.
საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის, თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნებოდა, რომ 27 მაისს, ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლოს დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,-წერს კოალიცია სოციალურ ქსელში.