აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს „ძალიან მძიმე შედეგებს“ დაჰპირდა, თუ მისი ლიდერი ვლადიმირ პუტინი 15 აგვისტოს შეხვედრაზე უკრაინაში ომის დასრულებას არ დათანხმდება. იუწყება CNN
ტრამპმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი პარასკევს ალასკაში ორი ლიდერის შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულებაზე არ დათანხმდება, ამას „შედეგები“ მოჰყვება.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს ახალ სანქციებს ან ტარიფებს, ტრამპმა პასუხის გაცემას თავი აარიდა.
„არ ვარ ვალდებული ამაზე ვილაპარაკო. ამას ძალიან მკაცრი შედეგები მოჰყვება“, - დასძინა მან.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თუ ალასკაში კრემლის მეთაურთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, ის მეორე შეხვედრას გამართავს, რომელშიც მონაწილეობას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს.