შპს "საქართველოს მელიორაცია" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორებისა და შემკრები ქსელის გაწმენდით სამუშაოებს ატარებს.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში ათეულ ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას გაუმჯობესებს და სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაზრდას შეუწყობს ხელს.
სამუშაოები მიმდინარე თვის ბოლოსთვის დასრულდება.
2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.