პროევროპული საპროტესტო აქციების მონაწილე ანატოლი გიგაურს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგაურს პროკურატურა სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით ედავებოდა (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მოსამართლემ განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) გამოიტანა - რაც ჯარიმას, ან 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვას, ან 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის მყოფ პატრულ-ინსპექტორს თავს დაესხა და მასზე ფიზიკურად იძალადა.