პარლამენტთან აქივისტი იოსკა შარინგერი (ჯანდიერი) ადმინისტრაციული წესით დააკავეს. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციელებმა პარლამენტის წინ საპატრულო მანქანაში ჩასვეს.
ადვოკატის ცნობით, ის ახლა დიღმის იზოლატორში გადაჰყავთ და ჯერ მისი ნახვის საშუალება არ ჰქონია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას განუცხადეს, რომ აქტივისტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.