მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული 26 წლის დავით ხომერიკის საქმეზე სასამართლო განაჩენს 15 აგვისტოს, 14:00 საათზე გამოაცხადებს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პროცესი ბრალდებულის საბოლოო სიტყვის მოსმენის ეტაპზე გადადო.
დღევანდელ პროცესზე კი დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა.
15 აგვისტოს ბრალდებული სასამართლოს წინაშე საბოლოო სიტყვით წარდგება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-18 და 229-ე მუხლებით მიდის, რაც, შესაბამისად, გულისხმობს დანაშაულის მომზადებას და ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსებას.