საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები,
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის პრცესი დაიწყო.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დასკვნით სხდომას ესწრებიან ევროკავშირის, ნორვეგია, შვედეთი, გერმანია, ჩეხეთი, ნიდერლანდების, პოლონეთი, ლიეტუვა. საელჩოების წარმომადგენლები.
მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად ბათუმის საქალაქო სასამართლოში მივიდა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან სხდომათა დარბაზში შესვლა შეძლო.
მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომაზე დასასწრებად ბათუმში იმყოფებიან საპროტესტო აქციებისას დაკავებულთა მშობლები
სხდომათა დარბაზში საამართლოსთან მიმდინარე აქციის ხმა შედის - „თავისუფლება მზიას!“
გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.