ნიკანორ მელიას და ვინც არის ციხეში, ყველას მოგიკითხავთ, ხაზარაძესაც მოგიკითხავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა სპორტსმენმა, ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
ლუკა კურტანიძის თქმით, ის ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ციხეში ჭეშმარიტებაზე გაესაუბრება.
„ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები იმიტომ, რომ ღმერთისგან ძალიან შორს ხართ „ნაციონალები“, - განაცხადა კურტანიძემ.
ლუკა კურტანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ყოფილ დეპუტატს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებასა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობაში ედება ბრალი.