უკრაინული მედიის ცნობით, ხარკივის რეგიონში, რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა.
როგორც უკრაინის ეროვნული პოლიციის Telegram-არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, დღეს, 29 ივლისს, რუსეთის ჯალებმა დარტყმა განახორციელეს, სავარაუდოდ, ზალპური ცეცხკუს რეაქტიული სისტემიდან, იზიუმის რაიონის ბოროვსკის ტერიტორიული თემის სოფელ ნოვოპლატონოვკაზე.
„მტრის თავდასხმის შედეგად, ადგილობრივ მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, სროლის შედეგად ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა“, - აღნიშნა პოლიციამ.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ საგამოძიებო ჯგუფები.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხალხი ჰუმანიტარული დახმარების მისაღებად იყო შეკრებილი, რა დროსაც რუსებმა მშვიდობიან მოსახლეობაზე დარტყმები განახორციელეს. გარდა ამისა, დღეს მტერმა ასევე დაბომბა პესკი-რადკოვსკიეს სოფელი. ხანძარი გაჩნდა მაღაზიასა და კერძო საცხოვრებელ სახლში.