"ტვ პირველის" ცნობით, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ლუკა კურტანიძემ ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს სცემა.
"ეს არ არის არც პირველი, არც მეორე არც მესამე, არც მეოთხე შემთხვევა...
ყველა ჯერზე, როცა მივმართე პოლიციას, მეუბნებოდნენ, რომ "იმიტომ, რომ ელდარ კურტანიძეა", მოდი ნუ გავწირავთ და მოდი შემოვიფარგლოთ ფსიქოლოგიური ძალადობით.
იმედს ვიტოვებ, რომ ახლა, ამ პროცესში, პოლიციის თანამშრომლებიც კი დაესწრნენ ამ ფიზიკურ ძალადობას ფსიქოლოგიურ ძალადობას ვეღარ იტყვიან.
ელდარ კურტანიძეს მოახლოება აქვს სასამართლო გადაწყვეტილებით აკრძალული - დამცავი ორდერია 9 თვიანი მის მიმართ გამოცემული.
მისამართი ვუთხარი სად იდგა ელდარ კურტანიძის მანქანა საპატრულო ეკიპაჟს და ნაცვლად იმისა, რომ იქ მისულიყვნენ, მოვიდნენ და "წამობრძანდით უნდა გამოგკითხოთო".
ეს ადამიანი იმუქრება, რომ მე ვარ სახელმწიფო და სახელმწიფოს უპირისპირდებიო.
მუხლები მაქვს დაზიანებული, ხელზე მაქვს დაზიანებები". - ამბობს მიქაცაძე "ტვ პირველთან" საუბარში.