"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, მამუკა მდინარაძე თურქეთში თორნიკე რიჟვაძესთან მოსალაპარკებლად წავიდა, რათა გაურიგდეს და განცხადება გაავრცელებინოს, რომ ისინი არაფერს ერჩიან და კორუფციას ოპოზიცია აბრალებს.
ხაბეიშვილი ამბობს, რომ თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, გამოვიდნენ ოფიციალური პირები და თქვან, რომ სიცურეა, ან თავად მდინარაძემ დაწეროს სად იმყოფება ამჟამად.
"სად არის მამუკა მდინარაძე? ჩემი ინფორმაციით, ის არის თურქეთში, რიჟვაძესთან შესახვედრად, არ ვიცი, გამოვიდეს ხვალ სამთავრობო უწყებები და დაადასტუროს. თუ მდინარაძე არის იქ წასული, სადაც რიჟვაძე მკურნალობს და ცოტა ხნის წინ გამოწერეს, რისთვის წავიდა? ხალხს უჩნდება განცდა, რომ იქ წავიდა კონკრეტული საქმის დასალაგებლად, რადგან პროკურატურას დღემდე განცხადება არ გაუკეთებია. ვინმემ გაავრცელა განცხადება, რამდენი ადამიანი იყო იქ, სადაც რიჟვაძე კლავდნენ. პროკურორის განცხადება ოფიციალური არ ყოფილა, რადგან მასთან მიდის დალაგება, თვალები რომ აქვს ჩაცვენილი კობახიძეს და სამი დღეა, რომ ეთერიდან-ეთერში დარბის და “აპრავებს“, რომ აი, რიჟვაძე ასე და ისე. მამუკა მდინარაძევ, იმისთვის ხომ არ ხარ წასული, რომ რიჟვაძეს გაურიგდე ან განცხადება გაავრცელოს , ან ვიდეო ჩაწეროს, რომ კორუფციას ოპოზიცია აბრალდება, - განაცხადა ხაბეიშვილმა გადაცემა "რეაქციაში".