“ოცნება” ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად. ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება – დაველოდოთ, ვნახავთ, ვინ ვის დაიჭერს“ - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, სოციალურ ქსელში გვერდმა "ყველაფერი პოლიციის" შესახებ დაწერა, რომ "ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი იღება". ეს გვერდი "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თქმით, შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესამსახურის კონტროლის ქვეშ არის.
შსს-მ სტატუსი წაშალა, სადაც ჩემს დაჭერას აანონსებდა ... მას შემდეგ, რაც სქრინი ფბ / ზე დავდე საჯაროდ 🤷🏻♂️ ასე მალე დაიხურა საკნის კარი ?
ბიჭებო დამელოდეთ ... ცოტაც დამელოდეთ", - წერს ხაბეიშვილი.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებაში აბსოლუტური დეზორგანიზებაა.
“ღამის 12-ის ნახევარზე დადეს ეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს ამ გვერდს, სხვათა შორის ასეთი სიგიჟე არასდროს არ დაუწერიათ, რომ ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს დაიღალნენ ჩემი მოსმენით და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას “ოცნებაში”, შსს-ში და რაღაცნაირად ცდილობენ, რომ ახლა თითქოს ფსიქოლოგიურად ხაბეიშვილზე იძალადონ, რომ დამაკავებენ და ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამე ვიცი თქვენს შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ ბიჭებო.” - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა