ლიეტუვამ სავიზო სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.
ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები დაუწესდათ:
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,
მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს,
პროკურორ მარი მეშველიანს,
პროკურორ ნათია ტატიაშვილს,
აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,
პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,
პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,
ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს.
ცნობილია, რომ ლიეტუვას არასასურველ პირთა სიაში საქართველოს 102 მოქალაქე ჰყავდა შეყვანილი. ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ 2024 წლის დეკემბერში სავიზო სანქციები დაუწესა ჯერ ბიძინა ივანიშვილს შემდეგ, ირაკლი კობახიძესა და „ქართული ოცნების“ კიდევ 16 წარმომადგენელს. სანქციების სიაში მოხვდნ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებიც.
2025 წლის მარტში კი ლიეტუვამ დაასანქცირა საქართველოს 74 მოქალაქე, მათ შორის საქართველოს იყვნენ მოსამართლეები და პროკურორები.
საერთო ჯამში, ლიეტუვის მიერ ამ დროისთვის სულ საქართველოს 112 მოქალაქეა დასანქცირებული.