აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამიპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის დროს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმებაუნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გააკრიტიკა.
ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა დათმო აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებებში.
„ერთი შეხედვითაც კი აშკარაა, რომ ეს შეთანხმება არ არის. ეს არ ჰგავს იმას, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეთანხმება დადო, არამედ ისე გამოიყურება, თითქოს დონალდ ტრამპმა საუზმეზე ფონ დერ ლაიენი შეჭამა. აი, რა მოხდა და ჩვენ ამას ვეჭვობდით. რადგან აშშ-ის პრეზიდენტი მძიმეწონოსანი მომლაპარაკებელია, ხოლო ქალბატონი პრეზიდენტი - ბუმბული“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიცია გაცილებით ძლიერია, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტის პოზიცია ყოველთვის უფრო სუსტია. ამერიკელებმა ცოტა ხნის წინ მსგავსი შეთანხმება დადეს დიდ ბრიტანეთთან და ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე ეს. ამიტომ, ევროპული შეთანხმება უარესია, ვიდრე ბრიტანული და მასზე, როგორც წარმატებულზე საუბარი რთული იქნება“, - განაცხადა ორბანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ვაშინგტონი ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს 15%-იან ტარიფს დაუწესებს, მაშინ როდესაც ბრიტანეთთან ის მხოლოდ 10%-ია.