„რუსი სამხედროები ანწუხელიძის სამშობლოში ვერასდროს გაიხარებენ” - ახალ სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია იმართება.
" საქართველო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს, სადაც რუსი სამხედრო სპორტსმენებიც იღებენ მონაწილეობას…
25 სპორტსმენიდან 17-ს სამხედრო წოდება აქვს, რომელსაც რუსული პროპაგანდა საკუთარი მიზნებისა და უკრაინაში დაწყებული ომის გასამართლებლად იყენებს.
სპორტსმენთა რიგებში არიან რუსეთის შეიარაღებული ძალების მაიორები, ლეიტენანტები და რუსი ომის ,,გმირები”. „ნაომარი ქვეყნის მთავარი სათქმელი კი არის ის, რომ რუსი სამხედროები ანწუხელიძის სამშობლოში ვერასდროს გაიხარებენ”, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოში შემოუშვეს - იანა ეგორიანი - რუსეთის არმიის ლეიტენანტი. მიღებული აქვს მედალი „სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერებისთვის“ და ღირსების ორდენი. 2018 წლის არჩევნებში გახდა პუტინის „ნდობით აღჭურვილ პირთა“ წევრი.
კამილ იბრაგიმოვი - მას რუსეთის შეიარაღებული ძალების კაპიტნის წოდება აქვს. 2013 წელს მიღებული აქვს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საპატიო სიგელი.
ოლგა ნიკიტინა - რუსეთის შეიარაღებული ძალების პრაპორშჩიკი [უმცროსი ოფიცერი].
ფოტო: პუბლიკა