აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ტაილანდი და კამბოჯა დაუყოვნებლივ შეხვდრაზე შეთანხმდნენ, რათა სწრაფად შემუშაბდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რის შემდეგაც ვაშინგტონი მზად იქნება განაახლოს სავაჭრო მოლაპარაკებები ამ ქვეყნებთან.
„ორივე მხარეს სურს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა. მათ ასევე სურთ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო მოლაპარაკებების განახლება, რაც, ჩვენი აზრით, შეუძლებელია მანამდე, ვიდრე საბრძოლო მოქმედებები არ შეწყდება“, - დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ მედია პლატფორმაზე TRUTH Social.
მისი თქმით, პნომპენი და ბანგკოკი უკვე შეთანხმდნენ „დაუყოვნებლივ შეხვედრაზე“ და ზავის შემუშავებაზე მუშაობის დაწყებაზე.
ტრამპმა ასევე ნათლად განაცხადა, რომ ამ პირობის შესრულების შემდეგ, მხარეებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაუბრუნდნენ შეერთებულ შტატებთან სავაჭრო შეთანხმებების განხილვას.