უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე ღამით განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.
„დილის ანგარიშები უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამხედროებისგან. ღამით რუსებმა ერთობლივი შეტევა დაიწყეს: რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, დრონები.
ისინი დარტყმებს ახორციელებდნენ სუმი-ხარკოვი-დნიპრის ოლქის [ასე უწოდებს ზელენსკი დნიპროპეტროვსკის ოლქს] ხაზის გასწვრივ...
... ასეთ დარტყმებზე სიჩუმე ნამდვილად შეუძლებელია და ამას უკრაინული შორი მოქმედების დრონები უზრუნველყოფენ.
რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსეთის ლოჯისტიკამ, რუსეთის აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსულ ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
26 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროსა და ოლქზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
26 ივლისის ღამეს, რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის ჩუგუევის რაიონის ქალაქ ზმიევზე რაკეტებითა და დრონებით დარტყმები განახორციელა.
სუმის ოლქში, შოსტკას დასახლებაზე რუსების თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.