ხარკივზე მართვადი საჰაერო ბომბებით განხორციელებული დარტყმის შედეგად, რეგიონალური ტუბერკულოზის საავადმყოფოს შენობა ნაწილობრივ დაზიანდა. 17 ადამიანი დაშავდა.
მედიის ცნობით, გასულ ღამეს ღამეს ხარკივი თითქმის სამი საათის განმავლობაში მასშტაბური კომბინირებული შეტევის ქვეშ იმყოფებოდა.
ამის შესახებ ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა. „მტერმა ერთდროულად რამდენიმე სახის იარაღი გამოიყენა - მართვადი საჰაერო ბომბები, ბალისტიკური რაკეტები და კამიკაძე დრონები“, - თქვა მან.
ქალაქის მერმა განაცხადა, რომ დაზიანდა საცხოვრებელი მაღალსართულიანი შენობები, სამოქალაქო საწარმო, გზები და საკონტაქტო ქსელი.
გარდა ამისა, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მტერი თავს დაესხა ზაპოროჟიეს რეგიონში არსებულ რიგ დასახლებებს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფიოდოროვის ცნობით, ვასილიევსკის, პოლოგოვსკის და ზაპოროჟიეს რაიონებზე მტრის თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
„მივიღეთ 27 შეტყობინება ბინების, კერძო სახლების, მანქანების, ავტოფარეხებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ იყო“, - განაცხადა ფიოდოროვმა.
26 ივლისის ღამეს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნიპროსა და რეგიონზე მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი დაშავდა,, გაჩნდა ხანძარი.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინსიტრაციისხელმძღვანელის სერჰიი ლისაკის ცნობით, უკრაინის დამცველებმა მტრის 7 რაკეტა და 26 დრონი ჩამოაგდეს. მისივე ხნობით, დაზიადნა მრავაკსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სამრეწველო დაწესებულება, ავტომობილები.
შეტევა იყო ხარკივის ოლქის ქალაქ ზმიევზეც, სადაც 3 ადამიანი დაშავდა.