უკრაინის საჰაერო ძალები იუწყებიან, რომ რუსეთმა საბრძოლო დრონების გამოყენებით კიდევ ერთი შეტევა განახორციელა უკრაინის რეგიონების წინააღმდეგ.
უკრაინის არმიის ინფორმაციით, რუსული დრონები პოლტავის, დნიპროპეტროვსკის, ჩერკასის, კიევისა და სუმის ოლქების თავზე შენიშნეს.
უკრაინის რეგიონების მნიშვნელოვან ნაწილში საჰაერო თავდასხმის საფრთხის დონე გამოცხადდა.
გარდა ამისა, ხარკოვის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარასკევს საღამოს ქალაქში აფეთქებების ხმა გაისმა რუსული „ჩერნიკას“ ტიპის დრონების (შედარებით მსუბუქი დრონი, რომლის ქობინიც 3.5 კგ-მდე იწონის) დარტყმის შემდეგ.
ხარკოვის ოლქის პროკურატურა წერს ავტომობილის დაზიანებისა და საცხოვრებელი და სხვა შენობების ფანჯრების ჩამსხვრევის შესახებ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.