საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ექიმის, გიორგი ახობაძის საქმეზე სასამართლო განაჩენს ორშაბათს, 28 ივლისს, 10:00 საათზე გამოაცხადებს.
დღევანდელ პროცესზე ექიმმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვა.
ექიმი გიორგი ახობაძე, რომელიც საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო. ექიმი 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.
მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.