მდინარე ალაზანში 25 წლის ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო.
გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში იმ დროს მოხდა, როდესაც თანასოფლელებთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მდინარეში საბანაოდ შევიდა. ახალგაზრდა კაცი მორევმა ჩაითრია, იქ მყოფმა პირებმა კი მისი დახმარება ვერ შეძლეს.
გარდაცვლილის ცხედარს სამაშველო სამსახურის ჯგუფებმა მიაკვლიეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.