აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ინდონეზიასთან სავაჭრო შეთანხმება გაფორმა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები თავის საქონელს ნულოვანი ტარიფებით გაყიდის, ხოლო ინდონეზია 19%-იან ტარიფს გადაიხდის.
„ჩემთვის დიდი პატივია გამოვაცხადო ჩვენი სავაჭრო შეთანხმების შესახებ ინდონეზიის რესპუბლიკასთან, რომელსაც წარმოადგენს მისი პატივცემული პრეზიდენტი პრაბოვო სუბიანტო.
მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ინდონეზია გახდება ღია ბაზარი ამერიკული სამრეწველო, ტექნოლოგიური და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის, რაც გააუქმებს სატარიფო ბარიერების 99%-ს.
ამიერიდან ამერიკის შეერთებული შტატები ამერიკულ პროდუქციას ინდონეზიაში ნულოვანი გადასახადით გაყიდის და ინდონეზია შეერთებულ შტატებში - მსოფლიოს საუკეთესო ბაზარზე - შემოტანილ ყველა პროდუქტზე 19%-ს გადაიხდის“, - დაწერა ტრამპმა თავის Truth Social-ზე.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახალი შეთანხმების თანახმად, ინდონეზია შეერთებულ შტატებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალებით მოამარაგებს და გეგმავს Boeing-ის თვითმფრინავების, ამერიკული ენერგომატარებლებისა და ფარმაცევტული პროდუქტების შეძენას.