საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი იუნესკოდან აშშ-ის გასვლას ეხმიანება
როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი X-ზე წერს, იუნესკო არის „ოკეანის, განათლების, კულტურის და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალური დამცველი“.
„ურყევი მხარდაჭერა იუნესკო-ს, ოკეანის, განათლების, კულტურის და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალურ დამცველს. აშშ-ის გასვლა ვერ შეასუსტებს ჩვენს ერთგულებას მათ მიმართ, ვინც ამ ბრძოლაშია“, – წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან (იუნესკო) გაიყვანოს.