ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი აცხადებს, რომ მან ღაზას სექტორის ნაწილების ანექსიის შესაძლებლობა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან ქნესეთის კონფერენციაზე, სახელწოდებით „ღაზის რივიერა – ხედვიდან რეალობამდე“ განიხილა. მისი თქმით, ღაზას ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად აქცევს.
„გასულ კვირას გენერალური შტაბის უფროსმა გვითხრა, რომ ანექსია უსაფრთხოების მიზნით იყო აუცილებელი. მე ნამდვილად მჯერა, რომ აქ უზარმაზარი შესაძლებლობაა. შეგვიძლია ჩრდილოეთის საზღვრიდან დავიწყოთ და იქ სამი დასახლება შევქმნათ. ამაზე უკვე ვმსჯელობთ. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რათა ღაზა აყვავებულ ზოლად, კურორტულ ზონად გადავაქციოთ, სადაც დასაქმება იქნება შესაძლებელი. ასე უნდა დაამყარო მშვიდობა”, – განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა.