აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე დამატებითი დარტყმები განახორციელოს.
ამით ის გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის, განცხადებას, რომ ირანის ბირთვული ობიექტებისთვის მიყენებული „ზიანი ძალიან სერიოზულია“.
„საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ირანის ბირთვულ ობიექტებზე: „ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია.“ რა თქმა უნდა, ეს ასეა, როგორც ვამბობდი და საჭიროების შემთხვევაში ამას კიდევ გავაკეთებთ!" - დაწერა ტრამპმა Truth Social-ში.
არაღჩიმ 21 ივლისს Fox News-ს განუცხადა, რომ ქვეყანაში ურანის გამდიდრება შეჩერებულია, რადგან ზიანი „სერიოზული და მძიმეა“.
თუმცა, მან დასძინა, რომ ირანს არ აქვს განზრახვა, უარი თქვას გამდიდრების პროცესზე, რაც ახლა სახელმწიფოსთვის „ეროვნული სიამაყის საკითხია“.