საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გივი მიქანაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან და უკრაინასთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, გიორგი კახიანთან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
პრემიერ-მინისტრი და მინისტრები ბავშვებს გაესაუბრნენ და ვახშამზე უმასპინძლეს.
ბანაკი 30 ივნისიდან 20 ივლისის ჩათვლით უკრაინელი ბავშვების ორ ნაკადს მასპინძლობს, რომელთა შორის უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეთა და ომში დაღუპულ მებრძოლთა შვილები არიან.
უკრაინელი მოსწავლეები ორი კვირის განმავლობაში მრავალფეროვან კულტურულ-შემეცნებით და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობენ. მათთვის ასევე ტარდება ექსკურსიები თბილისში, სიღნაღსა და ბოდბეში.