გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა - აქედან 3 ბავშვია.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.