ფონიჭალაში, დენის დარტყმის შედეგად, 14 წლის მოზარდი დაიღუპა. ინფორმაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, შემთხვევა საცხოვრებელ სახლში მოხდა.
უწყების თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.