შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული ა.დ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"პატრულ - ინსპექტორებმა ა.დ. მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 10 ვაზნა და მჭიდი ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.