აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი პირველი Patriot-ის ტიპის რაკეტები მოკავშირეებს უკვე გაიგზავნა. იუწყება Reuters
„მათ (Patriot-ებს) უკვე ვაგზავნით,“ - თქვა ტრამპმა.
შეკითხვაზე, თუ რომელი ქვეყნებიდან, აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ რაკეტები გერმანიიდან იგზავნება.
„ისინი გერმანიიდან ოგზავნება და შემდეგ მათ გერმანია ცვლის. და ყველა შემთხვევაში, შეერთებული შტატები სრულად იღებს ანაზღაურებას... ჩვენ ყოველთვის სრულად ვიღებთ ჩვენს ფულს“, - დასძინა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან 14 ივლისის შემდეგ, როდესაც მან დაადასტურა, რომ უკრაინისთვის სხვადასხვა სახის იარაღის, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტების გაგზავნას აპირებდა, არ უსაუბრია.