რუმინეთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის გამო. რუმინეთი აღარ გასცემს საქართველოსთვის დიპლომატიურ პასპორტებს და ეს ორმხრივი გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა განაგრძონ „ევროკავშირის გეზის მხარდაჭერა“.
ჩვენ შეშფოთებული ვართ, თუმცა, ამავე დროს, რუმინეთშიც გამოვცადეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების მხარდაჭერა, გააგრძელონ ევროკავშირის გეზის მხარდაჭერა, რომ ისინი მხარს უჭერენ მათი დემოკრატიის მედეგობას. ამ შემთხვევაში, რუმინეთი მხარს უჭერს ზომების მიღებას, თუმცა ეს უნდა იყოს პროპორციული ზომები, ისეთი ზომები, რომელთა უკან წაღებაც შესაძლებელია, რადგან გვჯერა გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ევროპული გზის“, – განაცხადა ოანა ცოიუმ.
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ასევე კითხვა დაუსვეს, რას აპირებს რუმინეთი დღევანდელ განხილვაზე, რაზეც ოანა ცოიუმ აღნიშნა:
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ისეთ ზომებს, რომლის შეცვლაც შესაძლებელია. ჩვენს შემთხვევაში, ვახდენთ ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან. ვნახოთ, რა შედეგი იქნება საუბრის შემდეგ, დღის ბოლოს“, – განაცხადა ოანა ცოიუმ.