“ყოველდღიურად მატულობს პოლიტპატიმრების რიცხვი, რაც კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა თუ რა რეალობაში გაუწევს ცხოვრება. ქვეყანას მართავს კრიმინალური ბანდა, რომელიც ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული აზრი. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა იყოს ჩვენი პასუხი.” - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
ანა წითლიძის განცხადებით, რეჟიმი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.
“პირველ რიგში გამოვეხმაურები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებებს, ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი გიორგი ვაშაძის და ის რაც ამ ქვეყანაში ხდება, რომ პოლიტპატიმრები ყოველდღიურად ემატება, კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა იმისი თუ რა რეალობაში გვიწევს დღეს ბრძოლა და რა რეალობაში გვიწევს ცხოვრება. ქვეყანას მართავს რეჟიმი, ივანიშვილის კრიმინალური ბანდა, საოკუპაციო რეჟიმი, რომლის მიზანია ჩაახშოს, გაანადგუროს კრიტიკული აზრი, რომ ამ ქვეყანას დაუკარგოს ყველანაირი შესაძლებლობა, ძლიერები არ ცდილობენ პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გამოკეტვას, რეჟიმის მხრიდან ეს არის დემონსტრირების მცდელობა ძალის, მაგრამ ეს არის ასევე სისუსტის ნიშანი და ოპოზიციას, საქართველოს მოქალაქეებს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამ ქვეყნის უმრავლესობაა და წინააღმდეგია ამ რეჟიმის, უნდა გვესმოდეს, რომ ამ მოცემულობაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთობა მიუხედავად ჩვენი პარტიული პოზიციებისა და წინააღმდეგობა, ეს არის ის ორი მნიშვნელოვანი კომპონენტი, აც უნდა იყოს ჩვენი პასუხი რეჟიმის წინააღმდეგ.” - განაცხადა ანა წითლიძემ