დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი ოპოზიციონერი ლიდერების ციხეში გაშვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დაუთი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, შეწყვიტოს განსხვავებული აზრის ჩახშობა და გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.
„საქართველოში გავლენიანი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის პარლამენტის ბოიკოტირებისთვის პატიმრობის მისჯა არჩევნებში კონკურენტების დაბლოკვის მიზნით გადადგმული აშკარა ნაბიჯია. „ქართულმა ოცნებამ“ განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდა შეწყვიტოს და ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს“, - წერს სტივენ დაუთი X-ზე.