საქართველოში ვითარება უფრო და უფრო რთულდება, - ამის შესახებ ფინათესი საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა. ელინა ვალტონენის თქმით, ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს მათ სურვილს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ.
სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის. ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ მათ სურვილს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა, - აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დახურულ კარს მიღმა მინისტრები 4 ძირითად საკითხზე მსჯელობენ: კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, უკრაინის ომი და ირანში განვითარებული მოვლენები. დღის წესრიგში ჩასვეს საქართველოს საკითხიც.