რუსული დროშის “შეურაცხყოფისთვის” ქართველი მუსიკოსის ერაკლე გეწაძის წინააღმდეგ რუსეთმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
რუსული სახელმწიფო გამოცემა RT ცნობით, “რუსეთის მამების საბჭოს” თავმჯდომარემ ანდრეი ზგონნიკოვმა, რომელმაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, RT-ის შეატყობინა, რომ სისხლის სამართლის საქმე “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის” აღიძრა.