„ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაკავებას მკაცრად ვგმობთ, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ხელმძღვნაელის, ნიკა გვარამიას დაკავებას. ევროკავშირმა რეაგირება დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს“, - ნათქვამია განცხადებაში.